“7 ნოემბერი ერთ-ერთი წვეთი იყო, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წაგებამდე მიიყვანა“

როდესაც ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე, ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ 7 ნოემბრამდე საქმე არ უნდა მისულიყო, -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში  7 წლის წინ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეაფასებისას განაცხადა.
„როდესაც ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე, ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ 7 ნოემბრამდე საქმე არ უნდა მისულიყო, მანამდე უნდა შემდგარიყო საუბარი მხარეებს შორის. ჩემი აზრით, კომუნიკაცია ნაკლები იყო. მიმაჩნია, რომ 7 ნოემბერი ერთ-ერთი წვეთი იყო, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წაგებამდე მიიყვანა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ 7 ნოემბერი იქნება თუ 26 მაისი, რომელიც რუსეთის ჯარების შემოყვანის მცდელობასთან იყო დაკავშირებული, დრო გვიჩვენებს, რაიმე სხვა გამოსავალი ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები