თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს – „სულ ახლახან გავაცილე ბატონი გედი ფოფხაძე“

თეა წულუკიანი უარყოფს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა. როგორც მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის ბიზნესცეტრში არ იმყოფება და მთელი დღის მანძილზე სამინისტროში სხვადასხვა შეხვედრას მართავდა.
“საოცრებაა. ვუსმენ ახალ ამბებს და უცებ რუსთავი ორი მეუბნება, ახლა შენ სამინისტროში კი არა, ბიზნესცენტრში ხარ სოლოლაკშიო. აქ დავრჩებით, ეგებ რომ გამოხვალ კომენტარი გააკეთოო. კი, კი, დარჩით ადგილზე, ოღონდ როგორ გავაკეთო კომენტარი იქ, როცა ვარ აქ? ეჰ, გავაგრძელოთ ჯობს მუშაობა, ყველაფერი გასაგებია. რეალობა კი ისაა, რომ სხვადასხვა შეხვედრა მქონდა დღეს ამ წუთამდე ოფისში, ჩემს მოადგილესთან, შემდეგ თანაშემწესთან და სულ ახლახან გავაცილე ბატონი გედი ფოფხაძე. სწორი ინფორმაციის მიღების უფლება აქვს საზოგადოებას და ეს მედიის თავისუფლების ნაწილია. ამას კი ჰქვია მედიის თავისუფლება ვალდებულებების გარეშე”, – წერს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები