გოგა ხაიდრავა 7 ნეომბრის მოვლენებს აფასებს – „საზოგადოება გაცილებით კრიტიკული უნდა ყოფილიყო“

7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან 7 წლისთავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კინორეჟისორი გოგა ხაიდრავა “კვირასთან“ აფასებს. ხაინდრავა ფიქრობს, რომ მაშინ, რა ვითარებაშიც ქვეყანა აღმოჩნდა, ნაწილობრივ თავად საზოგადოების წარმომადგენლებს მიუძღვით წვლილი.
როგორც ხაინდრავა განმარტავს, იმჟამინდელი ხელისფულების შეცდომების მიმართ საზოგადოება გაცილებით კრიტიკული და ხისტი უნდა ყოფილიყო. ხაიდრავასთვის ასევე გაუგებარია ამ მოვლენების შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნებში საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა. კინორეჟისორის თქმით, ასევე დამნაშავეები არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც იმ პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებაში თანხის მიღების სანაცვლოდ მიიღეს მონაწილეობა. “დღეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ შეიცვალა რეჟიმი, რომელი რეჟიმიც იყო 7 ნოემბრის მოვლენების და სხვა სისასტიკეების მთავარი შემოქმედი. თუმცა 7 ნოემბრის და შემდგომ მსგავსი სცენარით განვითარებულ პროცესებში საზოგადოებასაც მიგვიძღვის წვლილი. 2007 წლის ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში კიდევ ხუთი წლის განმავლობაში იყო. ამაში საზოგადოებას მიუძღვის წვლილი, მათმა ნაწილმა გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა კი კვლავ სააკაშვილს მისცა ხმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც მოქალაქების ნაწილმა კვლავ იმ რეჟიმს მისცა ხმა.
“რუსთავი 2“-ი, “ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია ისევ მძლავრად დგას და კვლავ წამლავს საზოგადოებას დეზინფორმაციით. საზოგადოებას არ უნდა დაეშვა ეს ყოველივე“, -განუცხადა “კვირას“ გოგა ხაინდრავამ.
7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან დღეს 7 წელი გავიდა. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. 7 ნოემბერს ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული გოგა ხაინდრავა, რომელსაც სასამართლო პროცესზე 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის გამოც ხაინდრავამ ადმინისტრაციული სასამართლოს შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები