ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ შემადგენლობაში 7 წევრი რჩება

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომა დასრულდა. როგორც წევრებმა განაცხადეს, ფრაქციის შემადგენლობაში რჩება პარტიის 7 წევრი, ხოლო დეპუტატი გედევან ფოფხაძე მის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას დღეს საღამოს გააკეთბს.
„ჩვენ მივმართავთ უმრავლესობას შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და საორგანიზაციო სამსახურს ფრაქციის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენი ფრაქციის სახელწოდება იქნება ანალოგიური ჩვენი პარტიის – „თავსუფალი დემოკრატები“. მე რამდენადაც ვიცი გედევან ფოფხაძეს უკვე დაგეგმილი აქვს ბრიფინგი, რომელიც დღის ბოლოს ჩატარედება და საკუთარ გადაწყვეტილებას, ალბათ ამ ბრიფინგზე გააჟღერებს“, – განაცხადა ფრაქციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ფრაქცცის კიდევ ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შეუტანია და გადაწყვეტილება პირადად მისი მისაღბია.
„გედის პატიოსნებაში, ერთგულებასა და პატრიოტიზმში ეჭვია არასოდეს შემიტანია. ის არის ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი. ის პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება, თუ არა თავისუფალ დემოკრატებში. თუ გააგრძელებს ქართულ ოცნებასთან კუალიციაში ყოფნას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები