ვიქტორ დოლიძე ალასანიას დაკავებას არ გამორიცხავს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დაკავებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ არაფერია გამორიცხული. “არანაირად არ გამოვრიცხავ არაფერს და ამ პროცესის ნებისმიერი სცენარით განვითარებას ველოდებით, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულ თემებზე გვაქვს საფიქრალი. ხვალ ყრილობა გვაქვს, მომავალი პარტიული განვითარების პროცესი მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ბევრს არ ვიჭყლიტავთ ტვინს, თუ რა სცენარებზე ფიქრობს ხელისუფლება ამ პერიოდში”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები