გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა მისითქმით, ეს საიდუმლო შეხვედრა არ ყოფილა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მას შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან ჰქონდა შეხვედრა.
„მე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. შემხვდა ბუკა პეტრიაშვილი ჩემი მეგობარი და ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. საიდუმლო შეხვედრა რომ ყოფილიყო, „თბილისი მერიოტის“ კაფე „პარნასში“ შედგებოდა თქვენ როგორ ფიქრობთ?“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასტუმროს შენობიდან გიორგი კვირიკაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ერთად გამოვიდნენ. ალექსი პეტრიაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები