დავით შავლიაშვილმა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან ერთად, კასპში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 8 პრიორიტეტული ნაგავსაყრელის მოწესრიგება უკვე დასრულდა. წლის ბოლომდე ექსპლოატაციაში კიდევ 11 ნაგავსაყრელი შევა.
კასპის განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენების მიღება და განთავსება სპეციალურ უჯრედებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება 448 000 ლარს შეადგენს. ობიექტზე საქართველოს 35 მოქალაქეა დასაქმებული.
აღნიშნული ნაგავსაყრელი 1980 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფართობი 75.000 მ² შეადგენს. ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად კასპიდან და ახლო მდებარე სოფლებიდან 46 მ³ ნარჩენი შედის. კასპის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი არ იყო შემოღობილი, რაც ნარჩენების მთელს პერიმეტრზე გაფანტვას იწვევდა.
კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა ნაგავსაყრელზე არ ხორციელებოდა. ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, აღნიშნული პრობლემები საბოლოოდ გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები