ირაკლი ღარიბაშვილი პროკურორთან გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება

ჩემს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელებთან მაქვს საუბრები და ამაში რას ხედავთ უჩვეულოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნის საკითხს, პრემიერის განცხადებით, გრიფის მოხსნა მისი პრეროგატივა არ არის.
“არ ვერევი გრიფის მოხსნა-არმოხსნის საკითხებში, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია და მას მიმართეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობის შემდეგ.
მთავრობის კანცელარიაში წუხელ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შეხვდა. სავარაუდოდ, პრემიერმა და მთავარმა პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები