“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სალიზინგო მიმართულება დამტკიცდა

პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სალიზინგო მიმართულება დამტკიცდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სახელმწიფო არსებული სალიზინგო კომპანიების მეშვეობით პროგრამაში ჩართულ კომპანიებს მიაწვდის გაცილებით უფრო გაიაფებულ სერვისებს.
მისივე თქმით, საქართველოში საწარმოო დანადგარები და ტექნოლოგიები საკმაოდ მოძველებულია და, მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფო სუბსიდირებას გაუწევს.
“ეს იქნება ძალიან კარგი ტექნოლოგიების და ახალი დანადგარების იმპორტისთვის საქართველოში. რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს არის 20 – მილიონიანი პროექტი, დაახლოებით 19 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის ენერგოდამზოგავი მასალების საწარმოო კომბინატი, რომელიც განთავსდება კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაახლოებით 60-70 ადამიანი დასაქმდება. მათ ექნებათ ორი წელი იმისთვის, რომ პირველი პროდუქტი გამოუშვან. ეს არის კომპანია “იტონგი”, რომელიც არის ცნობილი საერთაშორისო ტექნოლოგიების ბრენდი. აღნიშნულ კომპანიას ექნება ექსკლუზივი სამხრეთ კავკასიაში ამ კონკრეტული პროდუქციის წარმოებაზე და რეალიზაციაზე”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები