ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო აღწერის პროცესში მოსახლეობას „საქსტატთან“ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო აღწერის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, უნიკალური საინფორმაციო წყაროა და მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას იძლევა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველოში 12 წელია, აღწერა არ ჩატარებულა და მონაცემები არ განახლებულა. „აღწერის შედეგად ჩვენ გვექნება უახლესი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. აგრეთვე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაზუსტდება ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა. მინდა, მოსახლეობის გასაგონად განვაცხადო, რომ აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობა იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ აღწერის წინასწარი მონაცემები – 2015 წლის აპრილში, საბოლოო შედეგები კი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები