კალაძე: საქართველოს ევროპულ არჩევანს ნუ მიითვისებს რომელიმე პარტია, ან პოლიტიკური ფიგურა

საუბრები იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაციას ევროპასა და ნატოში საფრთხე ემუქრება, არასწორია – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ უკვე გააკეთა.
„ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ არის პრეზიდენტის მთავრობის სხდომაზე დასწრება. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობა სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება საქართველოს ინტეგრაციას ევროპასა და ნატოში. ეს არის სიცრუე. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ძალიან დიდი ხნის წინ და ამას ნუ მიითვისებს რომელიმე პარტია, ან პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მომავალში გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრები“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები