ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა

74 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა. ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო.
გურამ ფირცხალავამ რამდენიმე ცნობილი როლი შეასრულა კინოფილმებში და სპექტაკლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები