ალასანიას უწყებაში მიმდინარე სკანდალურ მოვლენებს მარგველაშვილი გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროსთან და კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ავსტრიიდან გამოეხმაურა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, იგი საქართველოში დაბრუნებისთანავე პროცესების დარეგულირებაში ჩაერთვება.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდნარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდიარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები