მეწყერმა ბათუმის ბოტანიკური ბაღი დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მეწყერმა დააზიანა. დაზიანდა პალმის რამდენიმე სახეობა. მიწის მასა ცენტრალურ გზას და ბაღის სატრანსფორტმატორო ქვესადგურს მიუახლოვდა. უსაფრთხოების მიზნით ბაღის ტერიტორიაზე, რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული ჯგუფები. პარალელურად ითვლიან ზარალს. აჭარის მაღალმთიანეთში ისევ გადაუღებლად თოვს. ხულოს რაიონში თოვლის საფარის სიმაღლემ ზოგიერთ სოფელში ერთ მეტრს მიაღწია. რამდენიმე სოფელს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია, თოვლმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. თოვლის საფარის გამო გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს, მოძრაობა მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები