ირაკლი ალასანია პარლამენტს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებს თანამშრომლობას სთავაზობს (ვიდეო)

თავდაცვის უწყება მზად არის, საქმეში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით პარლამენტთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მინისტრის თქმით, მან უსუფაშვილს პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ უწყებაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქმის დეტალებში გაარკვია.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯებისგან შექმნილ ვითარებაზე. საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოვუტანე გარკვეული დეტალები მის ირგვლივ, თუ რაზე მუშაობს პროკურატურა. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები. რაც მთავარია, ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს უკვე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისთვის. თუკი პარლამენტი დაინტერესდება აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით და სურვილი იქნება პარლამენტის, ან კომიტეტის მხრიდა,ნ თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად, ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შესატანად“, – განაცხადა ალასანიამ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=kyKIzZrWuV8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები