დღეს ირაკლი ალასანიას მოადგილეს დაჰკითხავენ

თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს ირაკლი ალასანიას მოადგილეს ალექსანდრე ბატიაშვილს დაჰკითხავენ. ბატიაშვილი მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები