კახეთში ლეკვის ქონისგან ტუბერკულიოზის წამალს ამზადებენ – ვინ არის ქალბატონი, რომელიც ლეკვებს კლავს?

   ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ საზოგადოებას აფრთხილებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან კი კანონის მეთელი სიმკაცით მოქმედებას ითხოვს. როგორც „კვირას“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ განუცხადა, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები ქალბატონი, რომელის სახელი და გვარი მისთვის უცნობია, ლეკვის ქონისგან ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო წამალს ამზადებს.
მისივე თქმით, ქალბატონმა მის გარდა უკვე ბევრ ადამიანს დაურეკა და ლეკვის ჩუქება ითხოვა. მამალაძე აქყვენებს ნომერს (571163945), რომლიც ამ ქალბატონს ეკუთვნის და საზოგადოებას აფრთხილებს, თუ ამ ნომრიდან ლეკვის მიცემის თხოვნით დაურეკავენ, მას ნუ დაეხმარებიან.10294236_646131368789175_6984788855427385905_n
„ეს ქალი ის ადამიანია, რომელიც ამზადებს ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პრეპარატს და მასთან ბევრი კლიენტი დადის. თითქმის ყველა ტუბერკულიოზით დაავადებულებმა იცის, რომ გიორგიწმინდაში არის ქალი, ვინც ამზადებს ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო წამალს ლეკვებისგან. გაუბედურებული ადამიანები ყველაფერზე მიდიან, რომ განიკურნონ და არ დაეძებენ რისგან მზადდება ეს წამალი. როდესაც ორიოდე თვის წინ მეზობლები მიუვარდნენ რას უშვები ამდენ ლეკვსო, მან ძალიან აგრესიულად უპასუხა, თქვენი საქმე არ არისო. მერე თითქოს შეეშინდა, შეაჩერა საქმიანობა, ახლა ისევ განაახლა. ჯერ კვებავს, რომ გასუქდებიან მათი ქონისგან ამზადებს წამალს. ეს ქალბატონი ძალიან ფრთხილია და მასთან კონფლიქტს აგრესიული მეზობლებიც კი ერიდებიან. ეს ქალი მეც მირეკავდა. ნომერი ვიცანი, როდესაც კიდევ ერთ ადამიანს დაურეკა“, – ამბობს მამალაძე.
„კვირა“ დაუკავშირდა კიდევ ერთ-ერთი პირს, ვისაც გიორგიწმინდელმა ქალმა დაურეკა და ლეკვების შვილება სთხოვა. როგორც ქეთი ინასარიძე ჰყვება, მას უთხა, რომ ცხოველი შვილისთვის საჩუქრად უნდოდა.
„საქმე.გე-ის მეშვეობით ვცდილობ ორი ლეკვის გაშვილებას და ამ ქალბატონმა აქედან მომძებნა და დამირეკა. სხვაბიც მირეკავენ ხოლმე, მაგრამ ერთხელ, რომ უარს ვეტყვი, ამით მთავრდება საუბარი. ამ ქალმა კი დამირეკა და მითხრა, რომ არის საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდიდან. ვიცი, რომ ლეკვები გყავთო და ჩემი შვილისთვის მინდაო. ორი დღის წინ ცხოველთადამცველებმა მითხრეს მაგ სოფელში რაც ხდება, რომ ბიზნესი აქვს ამ ქალს ლეკვებით. უარი ვუთხარი გაშვილებაზე, მაგრამ მერე ისევ მირეკავდა, მოგვიანებით ვუპასუხე და მკითხა თავშესაფარია თუ არაო. გადაამოწმა კერძო პირი ვიყავი თუ არა. როგორც ეტყობა, თავშესაფრებშიც რეკავს“, – ამბობს ქეთი ინასარიძე.
ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შეატყობინა. ვახტანგ მამალაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა დამტებიტი ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები