სამეგრელოდან გატაცებული მამაკაცი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გარდაიცვალა

  აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ კი სოფელ თაგილოდან გატაცებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის სოფლიდან 4 დღის წინ გაიტაცეს და ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ.
52 წლის მამაკაცი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად ნაცემი სახლთან დატოვეს. ექიმებმა ემზარ ეთერიას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
9 000 ლარის გადახდის შემდეგ კი გამტაცებლებმა ემზარ ეთერია საცხოვრებელ სახლთან სასტიკაც ნაცემი, უგონო მდგომარეობაში დატოვეს.
ეთერია ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ეთერიას სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით, კერძოდ ავტომატის კონდახით, მიაყენეს. ექიმების ინფორმაციით, ეთერიას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
52 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემოვლითი გზით, გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები