თბილისის მერია და საქალაქო სამსახურები ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან

  თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზამთრის დადომას თბილისის მერია მზადყოფნაში ხვდება.
როგორც მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს.
მერის განცხადებით, იმ დასახლებებში, რომელიც გაზიფიცირებული არ არის, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ, რათა ეს ოჯახები შეშით უზრუნველყოფილი იყოს.
მისივე თქმით, გამოყოფილია ტყე-კაფები და სხვადასხვა სახის ადრე ჩატარებული ჭრების შედეგად შეგროვილი შეშა დაურიგდება მოსახლეობას, რაც რაიონული გამგეობების მეშვეობით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები