ზაზა ფირალიშვილის „ტექსტის დაბადება"
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციული ლექცია – შეხვედრები გრძელდება. 19 თებერვალს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ჟურნალ „მარკერის” პირველი ნომრის პრეზენტაცია და ჟურნალის ერთ-ერთი ავტორის, ზაზა ფირალიშვილის საჯარო ლექცია – „ტექსტის დაბადება” გაიმართება. ზაზა ფირალიშვილი – მწერალი და ფილოსფოსი. მას ეკუთვნის ილიაზე, მერაბ მამარდაშვილზე, ოთარ ჭილაძესა და სხვა თემებზე დაწერილი ესსეები და პუბლიკაციები. “ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება”, ჯვრის ტვირთვა (ჰიერონიმუს ბოსხი), ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა, მეგზური და მოხეტიალე (ესსე მერაბ მამარდაშვილის შესახებ) და სხვ.