ირანში, ალბორზის პროვინციაში, საჰაერო დარტყმების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჩრდილოეთით, ალბორზის პროვინციაზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 24 დაიჭრა.

ამის შესახებ გუბერნატორის მოადგილემ, კოდრატოლა სეიფმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე დადასტურებულია ჩვენი 18 ძვირფასი თანამემამულის, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვის, გარდაცვალება. 24 მცხოვრები დაშავდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – ციტირებს მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“.

მან აღნიშნა, რომ „მტრის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება და თითოეული ასეთი დანაშაული მხოლოდ აძლიერებს ირანელი ხალხის გადაწყვეტილებას აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები