შალვა პაპუაშვილი – „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა, მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არის ეჭვი, რომ საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იყო კოორდინირებული უცხოელ და შიდა აქტორებს შორის.

„წინასწარ შეთანხმებული, კოორდინირებული, ორკესტრირებული პროცესი იყო, მათ შორის შიდა, ქართულ „მეხუთე კოლონასთან“.
იმ დღეს, ერთ-ერთმა მეორე „ენჯეოშნიკმა“, ცალ ფეხზე დგომა რომ უყვარს, სხდომის მიმდინარეობისას დადო ფოტო, სადაც არის დაბეჭდილი დასკვნა ასახული, ყდა ჩანს და წარწერაა ასევე. დადო ფოტო გადაღებული სხდომიდან, რომელიც არის დახურული სხდომა. ანუ, ვიღაცამ შიდა, დახურული სხდომიდან მიაწოდა ფოტომასალა. ესეც ადასტურებს, რომ იყვნენ კოორდინაციაში საქართველოში „მეხუთე კოლონასთან“, რომელთან ერთადაც შეკერეს ეს საქმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი, რომ ამ საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იყო კოორდინირებული უცხოელ და შიდა აქტორებს შორის. ამაში მგონი გასაკვირიც არაფერია. ჩვენ ვხედავთ, ხალხი რომელიც ამბობდა გავლენის გამტარებლები არ დაგვიძახოთო, დღეს პირდაპირ დგანან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები