შალვა პაპუაშვილი: შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე – არც კი გამომეხმაურა

„წერილი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის ძალადობაზე. შარშან მივწერე წერილი, სადაც ფაქტები გავუზიარე, როგორ ესხმოდნენ თავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორ იყო გამოყენებული ზიზღის ენა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მის წერილს ელჩი არ გამოხმაურებია.

“მაშინ ვუთხარი, რომ ეს შეწყდება თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს, დაგმობს ზიზღის ენას და ძალადობას. ის არც გამომეხმაურა, უჯრაში ჩადო ალბათ ჩემი წერილი და ამ წერილიდან ორ თვეში ჩვენ ვნახეთ თავს, როგორ დაესხნენ მარიამ ლაშხს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მათგან მოწონებული, დაფინანსებული ადამიანები ზიზღის ენით და ძალადობის მუქარით.

ამიტომაც არ გმობენ 4 ოქტომბერს. სადმე მოისმინეთ, რომ ელისაშვილის მიერ სასამართლოს გადაწვის მცდელობაზე, რომელიმე ელჩმა დაგმო?! რომელმა უცხოელმა დაგმო? – არა! რატომ არ გმობენ იცით? – იმიტომ, რომ ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები