მაია ფანჯიკიძე: ქართული მხარე ინფორმირებული იყო, რომ ჩირიკბა Chatham House-ში იქნებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში Chatham House-ში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის მოქალაქეა, მას აქვს ჰოლანდიური პასპორტი და, შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოში წასასვლელად ვიზა არ სჭირდება.
მინისტრის თქმით, ქართული მხარე Chatham House-ის მიერ ინფორმირებული იყო, რომ ჩირიკბა იქ იქნებოდა.
“ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, რაზე იყო იქ საუბარი. სხვათა შორის, მას ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ვიაჩისლავ ჩირიკბა Chatham House-ში სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები