ლტოლვილების დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა საქართველოს გაუორმაგდა

ხელშეკრულებაში, რომელიც 2014 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის დაიდო, შესწორებები შევიდა. როგორც საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საქართველოს ლტოლვილების მიღებისა და დახმარების გაწევისთვის გამოყოფილი თანხა გაუორმაგა.
“თუ პირველ ხელშეკრულებაში 200 ათას ლარზე მეტი თანხა იყო ჩადებული, რომლითაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოს ეხმარებოდა ლტოლვილების მიღებასა და მათთვის დახმარების გაწევაში, ეს თანხა გაორმაგდა და 440 ათას ლარს მიაღწია”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები