მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში, თერაპიის პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განმარტავს, რომ თერაპიის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა.
მათივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე და საზოგადოებაში არსებული აზრის სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ვიდეოკამერების დემონტაჟი მანდატურის სამსახურში ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები