მაია ფანჯიკიძე: თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება

თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ირაკლი ალასანია ძალიან წარმატებული მინისტრია. ფანჯიკიძის თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა გუშინ სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები