ირანი აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ისრაელისა და აშშ-ის სამიზნეების მიმართულებით 600 რაკეტა ისროლა
ესკალაციის დაწყებიდან მოყოლებული, ირანულმა ძალებმა ისრაელისა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამიზნეების მიმართულებით 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 2000-ზე მეტი დრონი გაუშვეს.
ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„რეგიონში ამერიკული ობიექტებისა და ისრაელში განლაგებული სამიზნეების მიმართულებით 2000-ზე მეტი საბრძოლო დრონი და 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს“, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.