თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში დღეს დილიდან რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ.  №140 სამარშრუტო ტაქსის გაფიცული მძღოლები ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე არიან შეკრებილი. მათი თქმით, დამქირავებელი კომპანია დღიური გეგმის მომატებას აპირებს, გეგმა ახლა ისედაც მაღალია და ის 55 ლარს შეადგენს. მძღოლების ინფორმაციით, კომპანია გეგმის მომატებას დაახლოებით 10 ლარით აპირებს.
“ისედაც მაღალია ჩვენი დღიური გადასახადი. იმის მაგივრად, რომ დაგვიკლონ, გეგმას გვიმატებენ”, – აცხადებენ მძღოლები. მათივე ინფორმაციით, გაფიცულები არიან №149 მძღოლებიც. №140 სამარშრუტო ტაქსი მოსკოვის პროსპექტიდან საბურთალოსკენ გადაადგილდება, №149 კი ვარკეთილი-საბურთალოს ხაზზე მოძრაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები