ჯონ ტრავოლტას 60 წელი შეუსრულდა

   ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯონ ტრავოლტა დღეს 60 წლის გახდა. ჯონ ტრავოლტა 1954 წლის 18 თებერვალს ირლანდიურ-იტალიურ ოჯახში დაიბადა. იგი ბოლო, მეექვსე შვილი იყო. მსახიობის მამამ სარდაფში თეატრალური სცენა მოაწყო, სადაც ჯონმა პირველად ითამაშა. მას მიუზიკლებში თამაში უფრო კარგად გამოსდიოდა. 1973 წლიდან ჯონი მონაწილეობდა ბროდვეის მიუზიკლში „Over Here!“. 1975 წლიდან 1979 წლამდე ტრავოლტა ტელევიზიაში მუშაობდა: მონაწილეობდა სერიალში – “Welcome Back, Kotter”. 1977 წელს მსახიობი ჯონ ბედჰემმა მიიწვია თავის ფილმში “შაბათის საღამოს ციებ-ცხელება”. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 80-იან წლებში ტრავოლტა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები