“ალი ხამენეის ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ; ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ” – ტრამპი

“აიათოლა ალი ხამენეის ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ “თავად ქვეყანა სულ რაღაც ერთ დღეში ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც”.

“თუმცა, ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დასამყარებლად მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები