“აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი მკვდარია” – დონალდ ტრამპი
“აიათოლა ალი ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი მკვდარია”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს სამართლიანობაა არა მხოლოდ ირანის ხალხისთვის, “არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის, ასევე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ადამიანებისთვის, რომლებიც ხამენეიმ და მისმა სისხლისმსმელმა ბანდიტებმა მოკლეს ან დაასახიჩრეს”.
“მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემებისთვის გვერდის ავლა, ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, მას ან მასთან ერთად დაღუპულ სხვა ლიდერებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ.
ჩვენ გვესმის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო, პოლიციის ძალების და უსაფრთხოების სხვა დანაყოფების ბევრ წევრს ბრძოლა აღარ სურს და ჩვენგან იმუნიტეტს ელოდება. როგორც გუშინ ღამით განვაცხადე: „ახლა მათ შეუძლიათ, იმუნიტეტი ჰქონდეთ და მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილი ელოდებათ“. იმედია, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და პოლიცია ირანელ პატრიოტებთან მშვიდობიანად გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ, როგორც ერთიანი დანაყოფი, რათა ქვეყანა იმ დიდებულებას დაუბრუნდეს, რასაც იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა სულ რაღაც ერთ დღეში ძალიან განადგურდა, შეიძლება ითქვას, წაიშალა კიდეც. თუმცა ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობის დასამყარებლად მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში“, – წერს დონალდ ტრამპი.