სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა განუცხადა, დაგროვდა მთელი რიგი აქტუალური საკითხები, რომლის განხილვა მას პრემიერ-მინისტრთან სურდა. ამიტომ შეხვედრა მისი ინიციატივით იმართება.
“ეს ეხება იგივე, თუნდაც მოხეში განვითარებულ მოვლენებს, თუნდაც ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ოჯახური ძალადობის ფაქტებს, ასევე იმ ყველა მიმდინარე საკითხს, რომელთა გარშემო საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გამოხატავდა საკუთარ აზრს. ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რომლებზეც პირადად მინდა პრემიერთან საუბარი”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღების ორი თვით გადავადებას, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ არგუმენტირებული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის აუცილებელი ამ საკითხის ორი თვით გადავადება.
“რა თქმა უნდა, შესაძლოა, იყოს საუბარი კომპრომისულ ვარიანტზე, როდესაც როგორც კომპანიას, ისე შს სამინისტროს ექნება წვდომა ე.წ. გასაღებზე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები