ირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული

ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბრიტანეთის მხრიდან მედიაზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება და ქართული აგენტურა ერთი ხელიდან იმართება, რის გამოც მათი კოორდინაცია გამარტივებულია.

„რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსურდული და თავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა კიდევ ერთი დასტურია ამისა. რეალურად, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმ დასკვნას, რომელიც გამოიტანა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ.

რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა და როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, მარტივია კოორდინაცია. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანეთს ახლა მართავს „დიფსთეითი”, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე გლობალურ ომის პარტიას. ამის შედეგები არის სახეზე“,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები