მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის ეშინია – „პრანკერ“ ვოვანის და ექსპრეზიდენტის საუბრის ახალი დეტალები

 

     ჟურნალისტი ვლადიმირ კრასნოვის, უფრო მეტად კი „სატელეფონო ხულიგანის“ სახელით ცნობილი – „პრანკერი“ ვოვანის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის დეტალები გახდა ცნობილი. ტელეკომპანია „Lifenews“-ის ეთერში ვოვანმა ისაუბრა იმაზე, თუ რა თხოვნებით მიმართა სააკაშვილმა „პრანკერ“ ვოვანს, რომელიც მას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრებოდა. ვლადიმირ კრასნოვის თქმით, სააკაშვილმა მას, როგორც უკრაინის შს მინისტრს, საკუთარი წერილის ინტერპოლში გაგზავნა სთხოვა. „სატელეფონო ხულიგანის“ თქმით, სააკაშვილს ეშინია, რომ მასზე ძებნას გამოაცხადებენ და საქართველოში ჩაიყვანენ. გარდა ამისა, ვოვანმა მოყვა, თუ როგორ სთხოვა მას სააკაშვილმა მისი ძმის დახმარება, რადგან მას უკრაინიდან დეპორტაცია ემუქრებოდა. „სატელეფონო ხულიგანმა“ ვლადიმირ კრასნოვმა 20 წუთში თავად მოუგვარა სააკაშვილს ეს პრობლემა. „პრანკერის“ თქმით, სააკაშვილი სულაც არ არის ის გავლენიანი ფიგურა, როგორიც თავი მოაქვს. კრასნოვის განცხადებით, სააკაშვილს გაუჭირდა მისი და მაქეინის დაკავშირება და საერთოდაც „პრანკერი“ სერიოზულად ვერ აღიქვამს იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა. შეგახსენებთ, რომ ვოვანის სატელეფონო მახეში ბევრი მაღალჩინოსანი გაება. მათ შორის ასევე აშშ-ს სენატორი ჯონ მაქეინი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები