რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა
„უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა. რუსეთს – 35 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ცხედარი“, – დაწერა მედინსკიმ Telegram-ზე.
როგორც ცნობილია, ორივე მხარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს რეგულარულად ცვლის.