ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო.
„ჟენევაში, ომანის საელჩოში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის ბირთვულ საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც ომანის შუამავლობით გაიმართა, ორივე დელეგაციის თანდასწრებით დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის დელეგაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ დელეგაციას – აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.