საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი მივიდა, რომელიც უწყებაში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლამდე ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები