“გაიაზრონ – რაც მეტად იქნება ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, მით მეტად იქნება თანადგომა და გვერდში დგომა ქართველი ხალხის მხრიდან „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ” – მათიკაშვილი

“ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზეს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან.

„გაიაზრონ და გაითვალისწინონ – რაც მეტად იქნება ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, მით მეტად იქნება თანადგომა და გვერდში დგომა ქართველი ხალხის მხრიდან „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ. ეს არის ტელევიზიები, რომლებიც დაკავებული არიან თავისუფალი ხმის გავრცელებით მსოფლიოში, მათ შორის პირველ რიგში ქართულ საზოგადოებაში. ვერავინ შეძლებს ამ დიდი მონაპოვრის დახშობას და გაუქმებას ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები