ომანში, ბოტოქსის გამო სილამაზის კონკურსიდან 20 აქლემი მოიხსნა

ომანში, სილამაზის კონკურსიდან ოცი აქლემი მოიხსნა მას შემდეგ, რაც ცხოველებზე კოსმეტიკური პროცედურების კვალი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ შეჯიბრის ორგანიზატორებმა და შემოწმებაში მონაწილე სპეციალისტებმა განაცხადეს.

როგორც Daily Mail-ი წერს, აქლემების სილამაზის კონკურსები ფართოდაა გავრცელებული სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ბედუინების კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება.

ამ ღონისძიებებში ათასობით ცხოველი მონაწილეობს, რომელთა საპრიზო ფონდი მილიონობით დოლარს აღწევს.

ორგანიზატორების თქმით, ცხოველის ზოგიერთმა პატრონმა მასკატის შეჯიბრზე უპირატესობის მოპოვება აკრძალული ჩარევების გამოყენებით სცადა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ აქლემებს ტუჩების გასაბერად ბოტოქსი გაუკეთეს, სახის გამომეტყველების შესაცვლელად – კუნთების რელაქსანტები, ხოლო კეხის ფორმის კორექციისთვის – სილიკონისა და ცვილის ფილერები.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აქლემების გარეგნობის ხელოვნური გაუმჯობესების ნებისმიერი ფორმა წესებს ეწინააღმდეგება და თაღლითობად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები