„სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება“ – ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამზე“ დაწერა.

„მე ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა ინტენსიურად მუშაობენ და მადლობა გადავუხადე მას ყველა მისი ძალისხმევისთვის და ასეთი ჩართულობისთვის მოლაპარაკებებში, ომის დასრულების მიზნით გაწეულ სამუშაოებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებსაც აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში განიხილავენ.

„განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში ორმხრივ შეხვედრაზე იმუშავებენ, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში მომლაპარაკებელთა გუნდების შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მარტის დასაწყისში. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებზე გადავიდეთ. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადაჭრა და საბოლოოდ, ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები