“თქვენ რა გგონიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში, ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ” – პაპუაშვილი

“გუშინ იყო ღონისძიება და ბრიტანეთის ელჩმა სელექციურად შეუშვა მედია, ანუ ჩვენ ვხედავთ სეგრეგაციას ელჩების მხრიდან მედიის მიმართ და ეს დამაფიქრებელია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ამას დააკვირდება უცხოელი ელჩები რამდენად მოახდენენ ჟურნალისტების სეგრეგაციას.

„ჩვენ დავაკვირდებით უცხოელი ელჩები როგორ მიჰყვებიან სეგრეგაციას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი რეაქცია. ეს არის ჰიბრიდული იარაღი, თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე.

თქვენ რა გგონიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში, ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ.

ეს ხომ ის ქართველები არიან, ის გიგაურები და კინწურაშვილები და ა.შ, რომლებიც ისხდნენ ბელ ოთახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ეს არის უცხო ძალების ინტერესების გატარება, როდესაც 40%-იანი ნდობის მქონე თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ კერავ საქმეს, ქართული გვარ-სახელის მქონე ადამიანი, მაშინ ხარ უცხო ძალის ინტერესის შემსრულებელი.

როგორც 105 წლის წინ გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა დაიწყეს საქმეების შეკერვა, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი, ამას აკეთებს ზუსტად ეს მეხუთე კოლონა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები