აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა ჟენევაში 26 თებერვალს გაიმართება

ჟენევაში, შვეიცარიის დედაქალაქში, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალური პირები 26 თებერვალს მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ,- ამის შესახებ ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის და ჯარედ კუშნერი (აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის სიძე და ამერიკული დელეგაციის თანახელმძღვანელი) 26 თებერვალს ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში გაემგზავრებიან.

უიტკოფის თქმით, ის და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლიან, რომ აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხების განსახილველად, თუმცა უიტკოფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჯერ არ მისულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები