თურქეთში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა
ბალიქესირის პროვინციაში თურქეთის საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა,- ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად დადგინდა, რომ პილოტი გარდაიცვალა.
„ავარიის მიზეზი საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ დადგინდება“, – განაცხადა სამინისტრომ.