ლუვრის დირექტორმა თაღლითობის გამოძიების ფონზე თანამდებობა დატოვა

ლუვრის დირექტორმა ლორენს დე კარმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულების მოპარვიდან ოთხი თვის შემდეგ, გამოძიების ფონზე მიიღეს,- ამის შესახებ The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გადადგომის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადაეცა. მან იგი მიიღო და დე კარის ნაბიჯს „პასუხისმგებლიანი“ უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მსოფლიოს უდიდეს მუზეუმს, რომელიც მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას, უსაფრთხოებისა და მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად „სიმშვიდე და ახალი, ძლიერი იმპულსი“ სჭირდება.

როგორც მედია წერს, ჯერ გაურკვეველია, ვინ შეცვლის დე კარს. ის დაწესებულებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ დე კარსმა გადადგომა ოქტომბერშიც სცადა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები