19 წლის გოგონამ სატანისტობა და 22 ადამიანის მკვლელობა აღიარა

   42 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, 19 წლის ამერიკელმა გოგონამ აღიარა, რომ სატანისტების სექტის წევრია და სულ მცირე 22 ადამიანი მოკლა. პენსილვანიაში მცხოვრებმა მირანდა ბარბურმა შოკისმომგვრელი ინტერვიუ გამოცემა “დეილი აითემს” მისცა. ინტერნეტით გაცნობილი 42 წლის მამაკაცის – ტროი ლაფარეტის მკვლელობისთვის ბარბურს სიკვდილით დასჯა ელოდა, თუმცა ახლა მისი საქმით ფედერალური საგამოძიებო ბიურო დაინტერესდა, რომელმაც უნდა გამოიძიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს 19 წლის მირანდა ბარბურის აღიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები