მედია: რუსეთი ბრძოლის ველზე უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალი წევრების მიღება შეუძლია
რუსეთის არმია ბრძოლის ველზე ბოლო თვეებში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალ მოხალისეებს და მობილიზებულ სამხედროებს იღებს,- ამის შესახებ, The times-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო და დასავლური დაზვერვის წყაროები აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს რუსების სამხედრო დანაკარგები (გარდაცვლილები და დაჭრილები) პირველად აღემატა ამავე პერიოდში მიღებულ ახალ ჯარისკაცებს, რაც მოსკოვისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის.
სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ყოველთვიურად დაახლოებით 30 000–35 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში დანაკარგების დონემ ამ მაჩვენებლებს გადააჭარბა.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დანაკარგების ზრდამ და ჯარის შემცირებამ ოპერაციულ შესაძლებლობებზე და ფრონტის მდგრადობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, რაც, მათივე ცნობით, რუსეთის ძალების დაძაბულობას უსვამს ხაზს.
კრემლი ოფიციალურად ამ მონაცემებს არ ადასტურებს, თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე ომის ფარგლებში უპრეცედენტოა.