ირაკლი ზარქუა – სააკაშვილზე: რომ მოიხდის სასჯელს მერე ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია

“რომ მოიხდის სასჯელს მერე ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ამაზე მთელი ინტერვიუები ჰქონდა ბატონ გვარამიასთან, რომ ტრამპი რუსეთის აგენტი იყო. ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, ხან უკრაინის პასპორტით გველაპარაკება, ხან – საქართველოს სახელით. რომ მოიხდის [სასჯელს] მერე ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სტატია გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა, სადაც ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სისუსტის ნიშანი იქნება ურთიერთობების აღდგენა საქართველოში, მმართველობის ცვლილების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები