სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს

სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს. ფარული მოსმენების თაობაზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს.
მათი ინფორმაციით, ინიციატივა ევროკავშირის ექსპერტის რეკომენდაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, ერთი გასაღები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ხელში, მეორე კი სასამართლოში იქნება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი კახა კოჟორიძე აცხადებს, განცხადებით, ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანია და სასამართლო ტექნიკურად ერთდროულად უზრუნველყოფენ სამართალდამცველი ორგანოს დაშვებას კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები