ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს პლენარული სხდომა პარლამენტში. სესიაზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი მოჰყვა აფხაზეთის შემდეგ უკვე ოკუპირებული ცხინვალის გეგმას რუსეთთან მიმართებაში, ასევე იმ შეთავაზებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ ცხინვალსა და სოხუმს გაუგზავნა. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. „არა მხოლოდ ტყუილი აღმოჩნდა რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. დათმობა, არამედ მოვლენები ყველა სხვა დაპირებასთან ერთად სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა. საპარლამენტო უმცირესობის საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აფხაზეთის ბედი არ აწუხებს და მათ 15 ნოემბერს არეულობის მოწყობა სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები